saqarTvelos arxebi - maSveli arxi

 

საინჟინრო სარწყავი სისტემა წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტში. იწყება ქალაქ ქუთაისთან, მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე, ჩადის მდინარე გუბისწყალში. სიგრძე 25,5 კმ. ხარჯი 12 მ3/წმ. მწყობრში ჩადგა 1924 წელს, 1931 წელს ჩატარდა არხის რეკონსტრუქცია. 1935 წელს მაშველი არხს შეუერთეს „საბჭოთა არხი“. რწყავს 15,7 ათ. ჰა, აქედან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 13,9 ათ. ჰა,სამტრედიის მუნიციპალიტეტის - 1,8 ათ. ჰა.